ფეხბურთი

19:56 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლუივერტი: "აიაქსი" საოცარია, მაგრამ არაფერს ვნანობ, მინდა "რომასთან ერთად გავიმარჯვო"

იტალიური „რომას“ ფეხბურთელი ჯასტინ კლუივერტი „აიაქსიდან“ „რომაში“ გადასვლას შეცდომად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ წარმატების მიღწევა „ჯალოროსისთან“ ერთად სურს.

„არაფერს ვნანობ, „აიაქსი“ საოცარი გუნდია, მაგრამ „რომაც“ კარგად ასპარეზობს. თუ ახალგაზრდა ხარ, ყველა თამაშში თამაშს არ უნდა ელოდო. მწვრთნელის ცვლილების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოვიპოვე, მაგრამ დი ფრანჩესკოს დროსაც ბევრს ვთამაშობდი. მინდა, სეზონი ოთხეულში დავასრულოთ, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ და ჰოლანდიის ნაკრებში ფეხი მოვიკიდო“, - თქვა კლუივერტმა.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ კლუივერტი „აიაქსიდან“ „რომაში“ გასულ ზაფხულს გადავიდა. სხვათა შორის, მამამისმა, პატრიკმა შვილს გადაწყვეტილება დაუწუნა, მაგრამ როგორც ხედავთ, თავად ჯასტინი იტალიის დედაქალაქში გადაბარგებას არ ნანობს.

0.120747