მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი კილიან მბაპეს შეძენას გამორიცხავს. მისი განცხადებით, „რეკორდმაისტერს“ ერთ ტრანსფერში 100 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვა არ შეუძლია.
„მე დაუყოვნებლივ შევიძენდი მბაპეს, ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს ფული. „ბაიერნი“ მზად არაა ერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი დახარჯოს. მეტიც, რამდენიმე წლის წინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ტრანსფერში 80 მილიონს დავხარჯავდით“, - თქვა ჰიონესმა.
შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა“ ცოტა ხნის წინ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ფრანგი მცველი ლუკას ერნანდესი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა.