„პარი სენ-ჟერმენმა“ მადლობა გადაუხადა მეხანძრეებს, რომლებიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში (Notre-Dame de Paris) ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობენ.
„საშინელი კადრები ვიხილეთ. ცეცხლის ალშია გახვეული ღვთისმშობლის ტაძარი, პარიზის და მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ისტორიული ძეგლი. მადლობა თითოეულ მეხანძრეს, რომლებიც უშიშრად ებრძვიან ცეცხლს“ - წერია კლუბის „ტვიტერზე.“
მეხანძრეებზე დაყრდობით, ტელერხმა BFM TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს, ტაძარში ხანძარი სარემონტო სამუშაოების დროს, გაუფრთხილებლობის გამო გაჩნდა. სხვა წყაროს ცნობით, ტაძრის სახურავი ცეცხლისგან მთლიანად ჩამოიქცა.
პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, ყველა ფრანგს მიუსამძიმრა და ისტორიული ძეგლის აღდგენას დაჰპირდა.