დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა მოგებული საჰაერო ორთაბრძოლებით უკრაინის ჩემპიონატში საუკეთესოა.
CIES-მა გამოაქვეყნა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებში მოთამაშე მცველების სტატისტიკური მონაცემები და გაირკვა, რომ ხოჭოლავას უკრაინაში მეორე სართულზე თამაშში ბადალი არ ჰყავს. ჩვენებურმა 90-დან 75 ორთაბრძოლა მოიგო (83.3%).
საერთო მონაცემებში კი მე-11 ადგილი დაიკავა. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში მხოლოდ უეფას რეიტინგით მე-6-დან 31-ე ადგილზე მყოფ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელები მოხვდნენ.
ლიდერი შოტლანდიური „ჰართსის“ მცველი კრისტოფერ ბერა გახლავთ, რომელმაც 268 საჰაერო ორთაბრძოლიდან 233 (86.9%) წარმატებით დაასრულა.