"ლეიკერსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუკ უოლტონი "საკრამენტოს" უთავკაცებს, აღნიშნულ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მხარეები 4-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
უოლტონი "ლეიკერსს" 2016/19 წლებში წრთვნიდა და რამდენიმე დღეა რაც გუნდიდან გაუშვეს.