"ვესტ ჰემი" ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მილანის "ინტერის" ფეხბურთელით ივან პერიშიჩით დაინტერესდა. ინფორმაცია Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში პერიშიჩის "ინტერიდან" წასვლის შესახებ ბევრი დაიწერა და ზამთარში ფეხბურთელი "არსენალში" გადასვლასთან ახლოსაც იყო. ჯერჯერობით უცნობია მილანელები "ვესტ ჰემის" შემოთავაზებით კმაყოფილნი დარჩებიან თუ არა. ივანმა, რომელიც ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე, მიმდინარე სეზონში 38 მატჩში ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.