ფეხბურთი

11:28 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა დაადასტურა - ვალენსია "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს

ეკვადორის ეროვნული ნაკრების მცველი ანტონიო ვალენსია მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ულე გუნარ სულშერმა გაავრცელა.

მანჩესტერელებს მომდევნო სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლებათ და სულშერის განცხადებით ვალენსია გუნდს დატოვებს და სხვა ვარიანტებს განიხილავენ.

"ჩვენ ანტონიო ვალენსია გვყავს, თუმცა იგი მიდის. ჩვენ ასევე გვყავს ეშლი იანგი, პოლ პოგბა, კრის სმოლინგი და დავიდ დე ხეა. გადავწყვეტთ თუ ვინ იქნება კაპიტანი." - ციტირებს სულშერის სიტყვებს Sky Sports-ი.

ეკვადორელი ფეხბურთელი პირველი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი არაევროპელი კაპიტანია. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში გადავა ვალენსია. ანტონიო "წითელი ეშმაკების" მაისურით 2009 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავალობაში 338 მატჩში 25 გოლი გაიტანა და 62 საგოლე გადაცემა შეარულა. ვალენსია "მანჩესტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

0.118578