კალათბურთი

3:05 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 9 ქულა ესპანეთში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 27-ე ტურში ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოა“ „მანრესას“ესტუმრა და 74:84 წააგო.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 25 წუთიც გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ჩვენებურმა 4-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მისი მარგის ქმედების კოეფიციენტმა მხოლოდ 3 შეადგინა.

„გიპუზკოა“ 27 ტურის შემდეგ 7 მოგებითა და 20 წაგებით ისევ ბოლო საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 20 აპრილს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.

0.129929