ფეხბურთი

0:52 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი „ატლეტიკოს“ ისტორიაში შევიდა
„ბარსამ“ „უესკასთან“ დუბლებით ითამაშა

„ბარსელონას,“ მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, „მანჩესტერთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, ძალების დაზოგვა გადაწყვიტა და პრიმერას აუტსაიდერთან, „უესკასთან,“ ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობა გაიყვანა მინდორზე. განლაგებაც კი შეცვალა და სამი ცენტრალური მცველით ითამაშა.

შეხვედრა ვერაფერი საცქერი გამოდგა, მრისხანე კატალონიელები აუჩქარებლად მოქმედებდნენ და იშვიათად რაღაც ნახევარაფეთქებებს გვთავაზობდნენ. მეორე ტაიმში მლკომმა ძელსაც გაარტყა ბურთი. მასპინძელი არაგონელები მშობლიური მაყურებლის წინაშე ცდილობდნენ, მოძრაობდნენ, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. შედეგად, ლოგიკური ფრე.

ამით „ისარგებლა“ „ატლეტიკომ,“ „სელტას“ 2:0 მოუგო და ლიდერ „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირა. თუმცა, სიტყვა „ისარგებლა“ ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვით, რომ დიეგო სიმეონეს გუნდმა დიდი ვერაფერი მიიღო ამ გამარჯვებით.

სხვათა შორის. ეს „ატლეტიკოს“ ზედიზედ მეექვსე „მშრალი“ საშინაო მოგება გახლდათ ყველა ტურნირის გათვალისწინებით. ამ შეხვედრაში ანგარიში ანტუან გრიზმანმა გახსნა. ეს ფრანგის მე-20 გოლი გამოდგა მიმდინარე სეზონში. ამისდაკვალად, გრიზმანი პირველი ფეხბურთელი გახდა „ატლეტიკოს“ ისტორიაში, ვისაც ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ 20 ბურთი გაუტანია.

ესპანეთი

პრიმერა. 32-ე ტური. 13 აპრილი

უესკა - ბარსელონა 0:0

უესკა. „ელ ალკორასი.“ 7 332

უესკა: სანტამარია, გალანი, პულიდო, ეხეიტა, მირამონი, გომესი, რივერა, ავილა (გალიარი 87), ფერეირო (ერნანდესი 72), კალიეხო, ანორი (მელერო 59)

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ბარსელონა: ტერ-შტეგენი, უმტიტი, ტოდიბო, მურილიო, ვიდალი, ალენია (არტური 80), დემბელე (კოუტინიო 67), მალკომი, ბოატენგი, პუჩი (ალბა 67), ვაგე

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: კუადრა ფერნანდესი

გაფრთხილება: პულიდო (90+1); ტოდიბო (42), ვაგე (90)

ატლეტიკო - სელტა 2:0

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლოტანო.“ 55 269

1:0 გრიზმანი (42), 2:0 მორატა (74)

ატლეტიკო: ობლაკი, ლუისი (არიასი 72), მონტერო, ხუანფრანი, ვიტოლო (მორატა 62), საული, როდრი, კოკე, გრიზმანი (მოლიეხო 90+1), კორეა, მოია

მწვერთნელი: დიეგო სიმეონე

სელტა: რუბენი, ოლასა, არაუხო, კაბრალი, მალიო, იოკუშლუ (ბელტრანი 84), ლობოტკა, ბუფალი (იენსენი 86), ბუდებუზი, მორი (სისტო 65), გომესი

მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა

გაფრთხილება: ხუანფრანი (56), გრიზმანი (68); ბუდებუზი (37), ოლასა (87)

ესპანიოლი - ალავესი 2:1

1:0 პედროსა (19), 2:0 ლაგუარდია (47, საკ. კარში), 2:1 კალიერი (56)

სევილია - ბეტისი 3:2

1:0 ელ ჰადადი (26), 1:1 ლო ჩელსო (55), 2:1 სარაბია (59), 3:1 ვასკესი (64), 3:2 ტელიო (82)

0.118462