ფეხბურთი

15:40 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო ფელიში: "მას შემდეგ რაც ცნობილი გავხდი, ჩემი ტელეფონი შიშველი გოგოების ფოტოებით გაივსო"

ლისაბონის „ბენფიკასა“ და პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ჟოაო ფელიში ბოლო დროს საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.

რა გასაკვირია, 19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში 20 მატჩში 10 გოლი გაიტანა, ევროპული გრანდები დააინტერესა და ორიოდ დღის წინ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა.

თუმცა, ფელიში მხოლოდ საფეხბურთო წრეებში არ სარგებლობს პოპულარობით. როგორც თავად განაცხადა „ბენფიკას“ ტელევიზიასთან საუბარში, მას შემდეგ, რაც „არწივების“ მთავარ გუნდში დააწინაურეს, მანდილოსნების შეტყობინებებს ვერ აუდის.

„მას შემდეგ, რაც პირველ გუნდში ვთამაშობ, ჩემი ტელეფონი სავსეა შიშველი გოგოების ფოტოებით. ჩემი მოპოვება სურთ და Whatsapp-ში თავიანთ შიშველ სურათებს მიგზავნიან. თუმცა, ყოველთვის უყურადღებოდ ვტოვებ, არ მაინტერესებს“, - თქვა ჟოა ფელიშმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125081