რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ლევან ქავჟარაძემ, რომელიც 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს უნგრელი ბენს კოვაჩს იოლად 10-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ სტეპან მარინიანს შეხვდება.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ნუგრზარ წურწუმიამ მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ აზიზლისთან 0-9 დათმო.