ფეხბურთი

14:45 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოდინი „ატლეტიკოს“ დატოვებასთან ახლოს არის

33 წლის ურუგვაელი მცველი დიეგო გოდინი ზაფხულში „ატლეტიკოს“ დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, გოდინი „ინტერს“ შეთანხმდა და მილანურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მიმდინარე სეზონში გოდინმა 33 მატჩი ჩაატარა, სადაც ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

გოდინი „ატლეტიკოში“ 2010 წლიდან თამაშობს, 380 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

0.116845