ფეხბურთი

12:18 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალვეში: „ტუხელი ყველაზე ჭკვიანი მწვრთნელია, მათგან, ვისთანაც მიმუშავია“

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველმა, დანი ალვეშმა, თავისი გუნდის გერმანელი მწვრთნელი, ტომას ტუხელი შეაქო და თქვა: ასეთ გონიერ სპეციალისტთან ჯერ არ მიმუშავიაო.

„შესანიშნავი მწვრთნელია. აქამდე არასოდეს მიმუშავია ასეთ ჭკვიან და თავდადებულ სპეციალისტთან. ტუხელი მატჩების დიდებულ ანალიზს აკეთებს, მისი სამწვრთნელო შტაბი ხომ საერთოდ გენიალურია.“ - უთხრა ბრაზილიელმა El Mundo Deportivo-ს.

ტუხელმა პსჟ შარშან ზაფხულს ჩაიბარა. მიმდინარე სეზონში გუნდმა ქვეყნის სუპერთასი მოიგო და საფრანგეთის ჩემპიონობასთანაც ახლოსაა. ქვეყნის თასის ფინალში კი, 27 აპრილს, „რენს“ დაუპირისპირდება.

პარიზულ კლუბამდე ტუხელს „მაინცსა“ და დორტმუნდის „ბორუსიაში“ უმუშავია.

0.118085