მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელებმა კინგსლი კომანმა და რობერტ ლევანდოვსკიმ იჩხუბეს. ინციდენტი „რეკორდმაისტერის“ დღევანდელ ვარჯიშზე მოხდა.
Bild-ის ინფორმაციით, ფრანგი და პოლონელი თავდამსხმელები საწვრთნელი პროცესის დროს ერთმანეთს ხელით შეეხნენ. სიტუაცია მალევე თანაგუნდელებმა, პირველ რიგში კი, ნიკლას ზულეს და ჟერომ ბოატენგმა განმუხტეს და დაპირისპირებული მხარეები გააშველეს.
„რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა კი, ურჩ შეგირდებს ვარჯიში მაშინვე დაატოვებინა და გასახდელში გაგზავნა.