საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველს რაფაელ ვარანს მადრიდის "რეალი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდშიარ გაყიდის. აღნიშნული ინფორმაცია AS-მა გაავრცელა. აქამდე კი ევროპულ გამოცემებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ფეხბურთელის კლუბიდან წასვლის შესახებ.
რაფაელის გადაბირება "პარი სენ ჟერმენს" და "მანჩესტერ იუნაიტედს" სურთ, თუმცა აღნიშნულმა კლუბებმა მიზნის მისაღწევად საკომპენსაციო თანხა უნდა გადაიხადონ, რომელიც 500 მილიონ ევროს შეადგენს. ვარანს "რეალთან" კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
ფრანგი ფეხბურთელი "სამეფო კლუბში" 2011 წელს "ლანსიდან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში ვარანმა 37 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.