ფეხბურთი

22:28 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენაიუნმა კარიერა დაასრულა

ისრაელის ეროვნული ნაკრების, ლონდონის "არსენალის", "ჩელსის" და "ლივერპულის" ყოფილმა ნახევარმცველმა იოსი ბენაიუნმა კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ბენაიუნმა ინსტაგრამის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ბენაიუნი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და კლუბი 1997 წელს დატოვა. მას შემდეგ ზემონთანხსენები კლუბების გარდა იოსი "ვესტ ჰემში" "ქუინზ პარკ რეინჯერსში" და ისრაელის რამდენიმე კლუბში მოღვაწეობდა. ეროვნულ ნაკრებში ბენაიუნმა 100 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ კი ორჯერ უთამაშია.

რაც შეეხება ტიტულებს, ნახევარმცველი ისრაელის ჩემპიონი ჰაიფას "მაკაბის" რიგებში ორჯერ გახდა, ხოლო ევროპა ლიგის გამარჯვებული 2012/13 წლების სეზონში ლონდონის "ჩელსიში" თამაშის დროს გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117004