სხვა

0:15 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჰოკეისტები არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში ითამაშებენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელი მოეწერა კონტრაქტს ახლად შექმნილი ყინულის ჰოკეის გუნდ თბილისის "დინამოს" მონაწილეობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიგაში (EHL - Emirates Hockey League).

აღნიშნული ლიგა ამიერიდან გარდაიქმნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ყინულის ჰოკეის კლუბები. კონტრაქტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა როლანდ სვანიძემ (ამავდროულად ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი), ხოლო საამიროების მხრიდან - ლიგის (EHL) პრეზიდენტმა ვლადიმერ ბუდრუნმა.
თბილისის "დინამო" ძირითადად დაკომპლექტებული იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით. კლუბი ლიგას შეურთდება 2019/2020 წლების სეზონზე.

თეგებიჰოკეი
0.11457