ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ შეხვედრაში "ტოტენჰემმა" შინ "სიტი" 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი 78-3 წუთზე კორეელმა ჰონგ მინ სონმა გაიტანა. მატჩისშემდეგ სონმა მცირე კომეტნარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი უფრო ზუსტად მოქმედებდნენ, ვიდრე მანჩესტერელები.
"ტოტენჰემი" არის მებრძოლი გუნდი, ჩვენ 90 წუთის განმავლობაში ვიბრძვით. გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მეტოქე გუნდის ფებხურთელებზე უფრო ზუსტები ვიყავით. ახალ სტადიონზე შესანიშნავი გარემო იყო და მიხარია, რომ გამარჯვების მომტანი გოლი მე გავიტანე"- განაცხადა სონმა.
განმეორებითი შეხვედრა მანჩესტერში 17 აპრილს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.