კალათბურთი

11:18 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას სამი ქულა და გამარჯვება „მემფისთან“

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ შინ „მემფისი“ 100:93 დაამარცხა. ზაზამ პარკეტზე შვიდი წუთი დაჰყო, რა დროშიც ფაჩულიამ გუნდს სამი ქულა, 6 მოხსნა და ერთი ჩაჭრა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან ერთი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შევედრას, მეორე პრიოდში „მემფისი“ 22 ქულით იგებდა, თუმცა დეტროიტელებმა დასკვნითი პერიოდი 36:14 მოიგეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს. მიმდინარე რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში მიჩიგანელები გასვლაზე „ნიუ იორკს“ დაუპირისპირდებიან და თუ „დეტროიტი“ მოიგებს, მაშინ ისინი პლეი ოფში ითამაშებენ. მატჩი 11 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართბა.

0.114472