ფეხბურთი

3:50 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ ეტო'ო: "ინტერში" ჩემი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გარიგებაა"

ლეგენდარულმა კამერუნელმა ფეხბურთელმა სამუელ ეტო’ომ წარსული გაიხსენა და „ინტერში“ მისი ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელა.

„ჩემმა აგენტმა მითხრა, რომ „ბარსელონამ“ ტრანსფერზე დამაყენა გვარდიოლას მოთხოვნით. „ინტერში“ ტრანსფერი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შეთანხმება იყო. ცხადია, გვარდიოლამ ამ გადაწყვეტილებით საშუალება მომცა ისტორიის ნაწილი გავმხდარიყავი, „ინტერმა“ საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო გარიგება შეასრულა“, - უთხრა ეტო’ომ BeIN Sports-ს.

შეგახსენებთ, სამუელ ეტო’ო „ბარსელონადან“ „ინტერში“ 2009 წლის ზაფხულში გადავიდა. აღსანიშნავია ამ გარიგების დეტალები: „ინტერმა“ „ბარსაში“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუშვა, ხოლო შვედის სანაცვლოდ ეტო’ო უსასყიდლოდ მიიღო და დამატებით 46 მილიონი ევროთიც შეავსო საბანკო ანგარიში...

საბოლოოდ, კამერუნელმა „ინტერში“ გატარებულ პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო (საერთოდაც "ნერაძურიმ" „ტრიპლეტი“ შეასრულა), ხოლო იბრაჰიმოვიჩმა „კამპ ნოუ“ ერთი წლის თავზე უსახელოდ დატოვა და იტალიაში დაბრუნდა („მილანში“).

0.110334