The Athletic-მა ნბა-ს მოთამაშეებს შორის ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა და მოთამაშეებს მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელის დასახელება სთხოვეს.
სულ 122 კალათბურთელი გამოკითხეს. ყველაზე მეტი 44%-ი „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა მიიღო. მეორე ადგილი 38%-ით იანის ადეტოკუმპომ დაიკავა. მესამეზე პო ჯორჯია 12 პროცენტით. დარჩენილი პროცენტები კი ჯოელ ემბიდიმ, კავაი ლეონარდმა, კაირი ირვინგმა და დამიან ლილარდმა გადაინაწილეს.
განვლილ სეზონში MVP-ის ტიტული სწორედ ჰარდენმა მიიღო. წელს ჯეიმს გასაოცარი სეზონი აქვს და MVP-ობის მთავარი კანდიდატია.