„აიაქსის“ ნახევარმცველი, ჰაკიმ ზიეში, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შესაძლოა, ბუნდესლიგაში აღმოჩნდეს - გვამცნობს Sport.de.
გამოცემის ინფორმაციით, ზიეშით მიუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ დაინტერესებულან. უკვე ორივეს მიუმართავს ამსტერდამული კლუბისთვის, თუმცა რამდენს გადაუხდიან ისინი „აიაქსს,“ ჯერჯერობით უცნობია.
ზიეშს ასევე „რეალი,“ „ჩელსი,“ „არსენალი,“ „ევერტონი“ და „ლესტერი“ აკვირდებიან. მისი სატრანსფერო ფასი კი დაახლოებით 35-50 მილიონი ევროა.