ფეხბურთი

16:18 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგის" სტადიონს შესაძლოა რონალდუს სახელი ეწოდოს

ქანდაკებების, სასტუმროებისა და სხვა ნაგებობების შემდეგ შესაძლოა სულ მალე კრიშტიანუ რონალდუს სახელობის სტადიონიც გახდეს. O Jogo-ს ინფორმაციით, ლისაბონის „სპორტინგის“ ხელმძღვანელობა „ჟოზე ალვალადეს“ სახელის ფორმირებას მოახდენს - „ჟოზე ალვალადე CR7”.

აღნიშნული ნაბიჯი პირველ რიგში ორი ნაბიჯით იქნება გადადგმლული - გაიზარდოს კლუბის ფინანსური შემოსავალი და რონალდუმ კარიერა „სპორტინგში“ დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „სპორტინგი“ აკადემიას 1997 წელს შეუერთდა და გუნდში 2003 წლამდე დარჩა. ლისაბონელთა ღირსება პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 28 მატჩში დაიცვა და 3 გოლი გაიტანა.

0.106184