"ბაიერნის" 35 წლის ჰოლანდიელი შემტევი არიენ რობენი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
რობენი ზაფხულში გერმანულ კლუბს ტოვებს და წყაროს ცნობით, თვითონ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება MLS-ის რომელიმე კლუბში სურს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე MLS-ის კლუბსაც აქვს არიენ რობენის გადაბირების ინტერესი. ევროპაში რობენით მილანის "ინტერია" დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში რობენი ბუნდესლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.