ესპანური „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი ხოაკინ კაპაროსი ლეიკემიითაა დაავადებული. ამის შესახებ ესპანელმა სპეციალისტმა თავად განაცხადა.
„ქრონიკული ლეიკემია მაქვს. თუმცა, შემიძლია ნორმალურად ცხოვრება, მინდა, ჩემი სამუშაო შევასრულო, ამჟამად არ ვმკურნალობ. მუშაობას ვაგრძელებ და მიხარია, რომ კლუბიც მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემი საქმე გავაგრძელო“, - ციტირებს Marca კაპაროსის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ 63 წლის სპეციალისტი, რომელსაც არაერთ გუნდში უმუშავია, „სევილიას“ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და პაბლო მაჩინი ჩაანაცვლა.