ლუკა კაჭარავა ბარსელონაში გამართული 14 წლამდე მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა.
დაშნით მოასპარეზე ბიჭებს შორის ლუკამ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, გუშინ კი პლეი-ოფში ყველა მეტოქე დაამარცხა. ფინალში კაჭარავამ მასპნძელთა წარმომადგენელი ივან ნესტერიუკ ბოროდინი 15:7 დაამარცხა და Trofeu Sant Jordi-ის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური