კალათბურთი

0:15 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინმა მაკფადენს აჯობა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში გიორგი შერმადინის “უნიკახამ” თად მაკფადენის “ხუვენტუტს” 88:63 სძლია. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ორივე ვიხილეთ.

შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 23:13 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ორქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
მაკფადენმა მოედანზე 12:37 წუთი გაატარა და 3 ქულა და 1 პასი მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, 4 სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“უნიკახა” 16 მოგებითა და 10 მარცხით მე-4 ადგილს ინარჩუნებს, “ხუვენტუტი” კი 14 გამარჯვებითა და 12 წაგებით მეექვსეა.

0.117714