ბათუმში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს ევროპის ორი რეკორდი განახლდა. ამასთან, ევროპის რეკორდები დამყარდა B ჯგუფში 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქალთა ასპარეზობისას.
ბელგიელმა ნინა სტერქსმა ატაცში მის მიერვე შარშან აშხაბადის მსოფლიო ჩემპიონატზე დამყარებული 17-წლამდელთა ევროპის რეკორდი (81 კგ) გააუმჯობესა - 82 კგ.
ბელგიელმა ორჭიდის ჯამშიც მის მიერვე აშხაბადში დამყარებული ამავე ასაკობრივი კატეგორიის ევროპის რეკორდი (182 კგ) დაამხო - 183 კგ.
ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებიდან ფიცარნაგზე ორი ძალოსანი გავა. 20:30 საათიდან კონტინენტის პირველობაზე 61 კგ. წონით კატეგორიაში რამინ შამილიშვილი და შოთა მიშველიძე იასპარეზებენ.
ქართველი ძალოსნების გამოსვლის ყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეგიძლიათ.