კალათბურთი

22:45 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ბასკონიამ” ესპანურ ლიგაში მე-19 გამარჯვება იზეიმა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ერთ-ერთ აუტსაიდერ “მურსიას” ესტუმრა და 86:75 სძლია.

ქართველი ლეგიონერი მოედანზე მხოლოდ 05:31 წუთი გამოჩნდა და ორქულიანი ააცილა, აქტივში კი 1 მოხსნა ჰქონდა.
ბასკონიელთა რიგებში საუკეთესოები გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი (22 ქულა), ამერიკელი დარუნ ჰილარდი (18) და დანიის მოქალაქეობის მქონე შევონ შილდსი (16) იყვნენ.
“ბასკონიამ” 19 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და “ბარსელონასა” და “რეალის” შემდეგ, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. თოკოს გუნდს მომდევნო შეხვედრა 13 აპრილს შინ “მორაბანკ ანდორასთან” ელის.

0.120426