ინგლისის ეროვნული ნაკრების და "ევერტონის" მეკარემ ჯორდან პიკფორდმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელოს. როგორც Goal-ი იუწყება, იმ შემთხვევაში თუ დავიდ დე ხეა მანჩესტერულ კლუბს დატოვებს, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობა ჯორდანზე გადაერთვება და ზაფხულში მოლაპარაკებას დაიწყებს.
პიკფორდს აქამდე ლონდონის "ჩელსისაც" უკავშირებდნენ, თუმცა გასულ წელს ტრანსფერი არ შედგა. ჯორდანი "ევერტონში" "სანდერლენდიდან" 2017 წელს გადავიდა და ამავე წელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
პიკფორდმა ლივერპულური გუნდის მაისურით 80 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 116 გოლი და 22 მატჩში არის მშრალად შენახვა მოახერხა. "სამი ლომის" რიგებში კი ჯორდანმა 17 მატჩი ჩაატარა. მეკარის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.