თბილისის ნონა გაფრინდაშვილის ჭადრაკის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში ქალთა გრან პრის მეორე ეტაპის შეჯიბრი გაიმართა. 9-დან 6,5 ქულით I-II ადგილები გაიყვეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 1. მაკა ფურცელაძე (2280), 2. ნინო ბაციაშვილი (2280).
მესამე ადგილზე 6 ქულით ინგა ხურცილავა გავიდა.
შეჯიბრზე დაწესებული იყო პრიზები სარეიტინგო კატეგორიებში საუკეთესო შედეგისთვის.
2000-მდე სარეიტინგო კატეგორიაში ლილე ქორიძემ დააფიქსირა საუკეთესო შედეგი, ხოლო 1600-მდე - ნია დონღვანმა.