ფეხბურთი

11:11 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ერერასთან მოლაპარაკება შეწყვიტა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ანდერ ერერასთან მოლაპარაკება შეწყვიტა, ამის მიზეზი კი ფეხბურთელის მიერ მოთხოვნილი გასამრჯელო გახდა. როგორც The Sun-ი იუწყება, ესპანელი ფეხბურთელი კვირაში 160 000 გირვანქა სტერლინს ითხოვდა, რაც ინგლისური ლუბისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ასევე ცნობილია, რომ ფეხბურთელით "პარი სენ ჟერმენია" დაინტერესებული და შესაძლოა ფრანგულმა კლუბმა ესპანელი ნახევარმცველი ზაფხულში უფასოდ დაიმატოს. ერერას "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში ანდერმა 26 მატჩი ჩაატარა და თავი სამ-სამი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.114678