სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონი “ქუთაისი”, რომელმაც წინა სეზონში მეორე ადგილი დაიკავა, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი გაინაღდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა გუნდმა მე-16 ტურის გახსნით მატჩში “ოლიმპს” უმასპინძლა, რომელიც საკმაოდ იოლად – 108:78 დაამარცხა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ქუთაისელები უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებენ და დარჩენილი 2 მატჩიც რომ წააგონ, რეგულარულ ჩემპიონატს მაინც პირველ ადგილზე დაასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე სერიას მოედნის უპირატესობით დაიწყებენ.
“ქუთაისს” არ გასჭირვებია საკმაოდ მებრძოლი და სოლიდური ამბიციების მქონე “ოლიმპის” დამარცხება. მასპინძლებმა ყველა პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ 30-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს. ქუთაისელებს ჯონათან ლიმ ულიდერა 23 ქულით, 18 ქულა დეჟან რაიტმა, ხოლო 15 – დავით ლომიძემ მოაგროვეს. “ოლიმპში” 15 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა დარბაიძე.
სუპელრიგის მე-16 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა შაბათს, 6 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.
ქუთაისი – ოლიმპი
სტატისიკა: 108:78
gbf.ge