სხვა

13:15 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთში სტარტი აიღო...

პოლონეთის ქალაქ ტორუნში იუნიორ და კადეტ მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. დღეს შეჯიბრების პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე გოგონები და ბიჭები ასპარეზებენ.

დასრულდა ჯგუფური ეტაპი გოგონათა შორის. ლიკა ჯიჯეიშვილმა ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო, ექვსი შეხვედრის ჩატარება მოუწიათ თაკო ჩარკვიანს, ანა აფრასიძესა და მარიამ ცუხიშვილს, თაკომ ოთხი შეხვედრა მოიგო, ანამ და მარიმ მხოლოდ თითო-თითო.
პლეი-ოფის პირველ ეტაპს ჯიჯეიშვილი და ჩარკვიანი ტოვებენ, მეორე ეტაპზე, T64-ში ლიკა საქართველოს დროით 14:15 იტალიელ მადალენა ვესტიდელისა და ტუნისელ ნადია ბენ აზიზს შორის გამარჯვებულს შეხვდება, ჩარკვიანი კი იმავე დროს ჩინელ ლეიაო ჟუს დაუპირისპირდება.
დღესვე "არენა ტორუნის" ბილიკზე ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია, ნიკოლოზ ჭეიშვილი და გოგა კაკაურიძე გავლენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

0.117275