სხვა

12:30 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯიმშელეიშვილის მე-2 ადგილი B ჯგუფში

ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი B ჯგუფით და 45 და 49 კილოგრამ წონით კატეგორიებში ქალთა ასპარეზობებით დაიწყო. მონაწილე ოთხი ძალოსანი აღმოჩნდა.

მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი ხათუნა ჯიმშელეიშვილი, რომელმაც ატაცში სამივე ცდა გამოიყენა (56, 59, 62) და 49 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საფეხურზე გავიდა. ქართველი ძალოსანისთვის აკვრაში ორი ცდა გამოდგა წარმატებული (70, 74), რამაც ის ერთი საფეხურით დააწინაურა. ჯიმშელეიშვილი ორჭიდის ჯამშიც მეორე იყო - 136.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114109