დღეს, გამთენიისას, "დეტროიტ პისტონსი" "ოკლაჰომა სიტი თანდერს" გაეჯიბრა და დამარცხდა. აღნიშნული მატჩის შემდეგ კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცნენ ზაზა ფაჩულია და რასელ ვესტბრუკი, ოღონდ ამჯერად "ოკლაჰომას" ვარსკვლავმა ითამაშა არასპორტულად.
მეორე პერიოდის მიმდინარეობისას რასელმა ზაზას სახეში ხელი განზრახ ჩაარტყა, რის შემდგომაც ჩვენებური პარკეტზე დაეცა. ბუნებრივია, იყო შურისძიების ნიშნებიც, რადგან მოგეხსენებათ, ეს კალათბურთელები ორჯერ დაუპირისპირდნენ აქამდე ერთმანეთს.
2017 წელს, ფაჩულიას ვესტბრუკისთვის განზრახ ფეხის დაბიჯებაში, ხოლო 2018 წელს, განზრახ ზემოდან დაცემაში ადანაშაულებდნენ და მაშინ ამ ორ ეპიზოდს დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა.
ამჯერად, რასელ ვესტბრუკმა ზაზას სამაგიერო გადაუხადა... დღევანდელი და ძველი ინციდენტებისთვის ერთად თვალის მიდევნება მოცემულ ვიდეოში შეგეძლებათ.