ფეხბურთი

23:37 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარკინიოსმა ტრავმა მიიღო

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" მცველმა მარკინიოსმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და მომდევნო ათი დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია L`Equipe-მ გაავრცელა.

მარკინიოსმა დაზიანება ორი დღის წინ "ნანტისთან" მოგებულ საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პირველი ტაიმის ბოლოსკენ მიიღო და შეცვალეს. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ 38 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

0.116545