პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ზაგლებიეს" ქართველი თავდამსხმელი გიორგი გაბედავა მოხვდა. ჩვენებურის თამაში პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურად ვებგვერდმა გამოარჩია.
გაბედავა პირველად მოხვდა ექსტრაკლასას ტურის სიმბოლურში. შეგახსენებთ, რომ "ზაგლებიემ" ბოლო ტურში კრაკოვის "ვისლა" 4:3 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა ეფექტური დარტყმით გოლის გატანა მოახერხა.