ფეხბურთი

18:58 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი: "მანჩესტერი" პატივისცემას იმსახურებს"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მეტოქე, „მანჩესტერ იუნაიტედი“ პატივისცემას იმსახურებს.

ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, ინგლისური გუნდი კარგ ფორმაშია, რაც პარიზშიც დაამტკიცა.

„მანჩესტერს“ კარგი შედეგები აქვს, პარიზში სამი გოლის გატანა საოცარია. ამიტომ, მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ, რომელიც ორგანიზებული გუნდია და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს.

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ინგლისელებს და მათ ვნებას ფეხბურთისადმი. ჩვენ ვნახეთ „მანჩესტერის“ თამაში და ვიცით, რომ ძლიერია“, - თქვა რაკიტიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერი“ „ბარსელონას“ 10 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 16 აპრილს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.

0.11241