„იუვენტუსის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ. ტრავმა მოიშუშა და მზადაა „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ითამაშოს - წერს Marca.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კრიშტიანუს სერია A-ს უახლოეს შეხვედრაშიც შეეძლო მონაწილეობა მიეღო (6 აპრილს, „მილანის“ წინააღმდეგ), მაგრამ, დიდი ალბათობით, რეციდივის თავიდან ასაცილებლად, კლუბი მას გაუფრთხილდება.
34 წლის ვარსკვლავმა, ტრავმა 25 მარტს, პორტუგალია - სერბეთის (1:1) ევრო 2020-ის შესარჩევი მატჩისას მიიღო.
„აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ პირველი მეოთხედფინალური მატჩი 10 აპრილს გაიმართება ამსტერდამში. საპასუხო - 16 აპრილს ტურინში.