ფეხბურთი

23:52 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კინი: "მიყვარს ღამე, რადგან ამ დროს ყველა ფერი ერთნაირია"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი მის მიმართ რასისტულ თავდასხმას გამოეხმაურა. 19 წლის ფორვარდმა ინსტაგრამში ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა:

„მიყვარს ღამე, რადგან ამ დროს ყველა ფერი ერთნაირია და მეც ისეთივე ვარ, როგორც სხვები“, - დაწერა მოიზემ.

შეგახსენებთ, რომ „კალიარისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრაში იტალიელი თავდამსხმელი ადგილობრივი ქომაგების თავდასხმის ობიექტი გახდა. მომხდარს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კინს მხარდაჭერა მსოფლიო ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა გამოუცხადა.

0.111884