გერმანული ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავის მარკო როისის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერი თავის დროზე ბასტიან შვაინშტაიგერმა და ფილიპ ლამმა დაბლოკეს.
Bild-ი 2011 წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როდესაც „რეკორდმაისტერის“ მაშინდელ მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს იმ დროს „გლადბახის“ შემტევის მარკო როისის გადაბირება სურდა. თუმცა, შვაინშტაიგერისა და ლამის რჩევით „მიუნხენურმა გიგანტმა“ ტრანსფერზე ხელი აიღო.
გამოცდილი ფეხბურთელების აზრით, როისს გამარჯვებულის მენტალიტეტი არ ჰქონდა „ბაიერნს“ ვერ გამოადგებოდა. საინტერესოა, რომ იმ დროს ბასტიანი და ფილიპი როისთან ერთად გერმანიის ნაკრებში თამაშობდნენ.
საბოლოოდ კი, მარკო როისი 2012 წლის ზაფხულში „დორტმუნდში“ 17.5 მილიონ ევროდ გადავიდა.