დორტმუნდის „ბორუსიის“ ჭაბუკი ინგლისელი თავდამსხმელი, ჯეიდონ სანჩო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი სამიზნე ყოფილა - გვამცნობს The Independent.
გამოცემის ინფორმაციით, ინგლისური კლუბი მზადაა 19 წლის შემტევში 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მიმდინარე სეზონში, სანჩომ „დორტმუნდის“ შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემით გამოირჩა.