გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.
„ოკაჰომამ“ შინ „ლეიეკრსი“ 119:103 დაამარცხა. რასელ უესტბრუკმა სასწაული შეხვედრა ჩაატარა და გასაოცარი სამმაგი დუბლი შეასრულა, 20 ქულა, 21 პასი და 20 მოხსნა. უესტბრუკი უილტ ჩემბერლენის შემდეგ გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც სამმაგი დუბლი გაკეთების დროს ყველა კომპონენტში 20-ს გადასცდა. ჩემბერლენმა 1968 წელს 22 ქულა, 25 პასი და 21 მოხსნა მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციის ორი ლიდერი დაუპირისპირდა. „გოდლენ სტეიტმა“ შინ „დენვერი“ 116:102 დაამარცხა. პირველი პერიოდის ბოლოს „გოლდენ სტეიტი“ დაწინაურდა და მას შემდეგ დენვერელები მდევრის როლში იყვნენ. დემარკუს კაზინსმა ორმაგი დუბლი 28 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. „გოლდენ სტეიტი“ 53 მოგებით და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. ამავე კონფერენციაში მეორე ადგილზე 51 მოგებით „დენვერ ნაგეტსი“.
„საკრამენტომ“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონთან“ 105:130 წააგო. მატჩის სტარტზევე ტეხასელები დაწინაურდნენ და მას შემდეგ „საკრამდენტო“ სულ მდევრის როლში იყო. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო.
„ოკლაჰომა“ – „ლეიკერსი“ 119:103 (34:28, 25:27, 35:23, 25:25)
https://www.youtube.com/watch?v=mMeTpgKygEI
„სან ანტონიო“ – „ატლანტა“ 117:111 (33:31, 25:25, 28:34, 31:21)
https://www.youtube.com/watch?v=UT5N9fB9MVY
„საკრამენტო“ – „ჰიუსტონი“ 105:130 (23:33, 23:29, 31:29, 28:39)
https://www.youtube.com/watch?v=CeawCBC_Dgw
„გოლდენ სტეიტი“ – „დენვერი“ 116:102 (30:24, 29:19, 27:21, 30:38)
https://www.youtube.com/watch?v=nMhkX-wogZ4