სხვა

23:11 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ესტუმრა

ბათუმში გასამართი ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე სპორტსმენებთან ერთად უკვე ოფიციალური პირებიც ჩამოდიან.
დღეს ბათუმს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ჰასან აკუში და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის TV დირექტორი დევიდ გოლსტრომი ესტუმრნენ.

სტუმრები კონტინენტის პირველობის სამზადის გაეცნენ. დაათვალიერეს საშეჯიბრო და სავარჯიშო დარბაზები. ჰასან აკუშის განცხადებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ევროპის ჩემპიონატისთვის უმაღლეს დონეზე ემზადება.

ბათუმში 6-13 აპრილს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, 2019 წლის ევროპის სპორტულ ქალაქს, პოლონეთისა და უკრაინის შემდეგ უკვე საფრანგეთის ნაკრებიც ესტუმრა.
ძალოსნებმა ჩამოსვლისთანავე კონტინენტის პირველობის მასპინძელი, ახალი სპორტის სასახლე მოინახულეს და მცირე ვარჯიშიც ჩაატარეს.

0.118754