ფეხბურთი

16:40 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" 15 წლამდელებმა აზერბაიჯანელები მეორედაც დაჯაბნეს
ვახტანგ იაგორაშვილის მიერ გაწვრთნილმა თბილისის "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა აკადემიის მოედანზე აზერბაიჯანულ "საბაჰთან" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

ჭაბუკმა დინამოელებმა მეტოქეს პირველი შეხვედრის დარად 4:0 აჯობეს. ჩხეტიანმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი აბუაშვილმა და დევიძემ ჩაიწერეს თავის ანგარიშზე. დინამოელები დარასელიას თასამდე კიდევ 2 მატჩს ჩაატარებენ. თბილისელები ასაკობრივ ჩემპიონატში "ავაზას" და "რუსთავს" უმასპინძლებს.

"დინამო" 4:0 "საბაი" (აზერბაიჯანი)

U15 დინამო: ბერუაშვილი, ხვადაგიანი, გადრინდაშვილი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ჯანაშია, თოდუა, აბუაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი, ბაბლუანი

სათადარიგოები: ჯოჯუა, დათუაშვილი, არჩაია, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, კობახიძე, დევიძე, ლაცაბიძე, როსივერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.124783