სხვა

16:05 | 1.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა წყალბურთელებმა შესარჩევი ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულეს

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა თბილისში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულა და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გელა ტუკვაძისა და ოთარ ქოიავას გაწვრთნილმა ქართველმა წყალბურთელებმა ბულგარეთს (18:4), ლიეტუვას (13:5), აზერბაიჯანსა (31:2) და სლოვაკეთს (11:7) სძლიეს, დასკვნითი მატჩი კი უმთავრეს ფავორიტად შერაცხულ სერბეთთან ჩაატარეს და 6:13 წააგეს.
დ ჯგუფში პირველობა სწორედ სერბებმა იზეიმეს, საქართველო მეორეზე გავიდა, ფინალური რაუნდის საგზური კი მესამედგილოსანმა სლოვაკეთმა და მეოთხეზე გასულმა ბულგარეთმაც მიიღეს, ოღონდ, ამ უკანასკნელმა, მასპინძლის რანგში.
15-წლამდელთა შორის რიგით პირველ ევროპირველობას ქალაქი ბურგასი 21-28 ივლისს უმასპინძლებს და იქ ხსენებული ოთხეულის გარდა, ესპანეთი, ხორვატია, ჰოლანდია, ბელარუსი, იტალია, საბერძნეთი, სლოვენია, რუმინეთი, უნგრეთი, მონტენეგრო, თურქეთი და რუსეთიც ითამაშებენ.

28 მარტი
16:00 სერბეთი – აზერბაიჯანი 30:1
17:30 ლიეტუვა – სლოვაკეთი 6:9
19:00 საქართველო – ბულგარეთი 18:4

29 მარტი
16:00 აზერბაიჯანი – სლოვაკეთი 2:21
17:30 ბულგარეთი – სერბეთი 0:24
19:00 საქართველო – ლიეტუვა 13:5

30 მარტი
09:00 ლიეტუვა – ბულგარეთი 12:13
10:30 საქართველო – აზერბაიჯანი 31:2
12:00 სლოვაკეთი – სერბეთი 5:20
17:00 ბულგარეთი – აზერბაიჯანი 24:2
18:30 სერბეთი – ლიეტუვა 24:5
20:00 საქართველო – სლოვაკეთი 11:7

31 მარტი
09:00 აზერბაიჯანი – ლიეტუვა 1:22
10:30 სლოვაკეთი – ბულგარეთი 8:1
12:00 საქართველო – სერბეთი 6:13

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115065