ხელბურთის ჩემპიონთა ლიგაში მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. ექვსივე წყვილში ფავორიტებმა გაიმარჯვეს. ყველაზე დაძაბულ მატჩში შარშანდელმა ფინალისტმა, საფრანგეთის ნანტმა 30-27 დაამარცხა გერმანიის რაინ-ნეკარი და ორი მატჩის ჯამში 62-61 მოიგო.
მიმოხილვა: https://www.ehftv.com/int/video/magazine-episode-16/1493413
სხვა წყვილებში იმარჯვეს გერმანიის ფლენზბურგმა, უნგრეთის სეგედმა და ვესპრემმა, პოლონეთის კელცემ, მაკედონიის ვარდარმა.
მეოთხედფინალი სტადია 24 აპრილიდან დაიწყება. მერვედფინალის გამარჯვებულ 6 გუნდს ემატება ბარსელნა და პსჟ, რომლებმაც ჯგუფური ეტაპი მოიგეს და ამის წყალობით პირდაპირ მეოთხედფინალში მოხვდნენ. წყვილები ასეთია: ნანტი - ბარსელონა, პსჟ - კელცე, ფლენზბურგი - ვესპრემი, ვარდარი - სეგედი. ფინალური ოთხეული 1-2 ივნისსაა კოლნში, ლანქსეს არენაზე.
ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა 2018-19, კაცები
მერვედფინალის საპასუხო მატჩები (30-31 მარტი)
ნანტი (საფ) - რაინ-ნეკარი (გერ) 30-27 (32-34)
ლაგარდი, რივერა 8 - კოლბახერი, ლიპოვინა, შმიდი 5
კელცე (პოლ) - მოტორ ზაპოროჟიე (უკრ) 34-29 (33-33)
დუიშებაევი, კულეში 6 - კოზაკევიჩი 7
ფლენზბურგი (გერ) - მეშკოვ-ბრესტი (ბლრ) 30-20 (30-28)
ვანე 7, გლანდორფი, ლაუგე 5 - ჯუკიჩი 6
ვარდარ სკოპიე (მკდ) - ზაგრები (ხორ) 32-30 (27-12)
ჩუპიჩი 9 - ჰორვატი 11
სეგედი (უნგ) - ვისლა პლოცკი (პოლ) 23-16 (22-20)
ბანჰიდი 6 - გებალა 5
ვესპრემი (უნგ) - სპორტინგი (პორ) 35-29 (30-28)
შტრლეკი 6, მარგუცი 5 - კაროლი, მარზო, გიონეა 6
მეოთხედფინალი (24-28 აპრილი, 1-5 მაისი):
ნანტი - ბარსელონა, პსჟ - კელცე, ფლენზბურგი - ვესპრემი, ვარდარი - სეგედი
ფინალური ოთხეული: 1-2 ივნისი, კიოლნი