პოლონეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში დუდა სანაძის “რადომი” აუტსაიდერ “კროსნოს” ესტუმრა და დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა – 92:76.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და კვლავ შედეგიანად გაისარჯა. დუდას მონაგარი 15 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა იყო.
სანაძემ 7-დან 3 ორქულიანი, 8-დან 2 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი ლეგიონერის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 33 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“რადომმა” 8 მოგებითა და 17 მარცხით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგ მატჩს კი 7 აპრილს, შინ, “გურნიცასთან” ჩაატარებს.