31 წლის როჯერ ფედერერმა კარიერაში 28-ე მასტერსის და ATP-ის 101-ე ტიტული მოიგო. როჯერმა მაიამის მასტერსის ფინალში ჯონ იზნერი იოლად 6:1, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.
პირველი სეტში ჯონმა წინააღმდეგობა ფედერერს ვერ გაუწია, ხოლო მეორე პარტიაში 5:4-ზე როჯერმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.
შვეიცარიელმა მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ წააგო სეტი, პირველსავე წრეში რადუ ალბოტთან დანარჩენ ყველა მეტოქეს მშრალზე მოუგო.
როჯერმა მაიამის მასტერსის ტიტული კარიერაში მეოთხედ მოიპოვა (2005. 2006, 2017, 2019)
ფედერერმა ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 1.3 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.